1.სამეურნეო ჭრა ხორციელდება მერქნის მოპოვების მიზნით, თუ უზრუნველყოფილია ტყის სასარგებლო ბუნებრივი თვისებებისთვის ზიანის მიუყენებლად მერქნის თანაბარი და უწყვეტი მოპოვების პირობები.
2.სამეურნეო ჭრა ხორციელდება მწიფე და მწიფეზე უხნეს კორომებში. კორომში ძირითადად იჭრება მწიფეზე უხნესი ხეები, რაც ხელს უწყობს მის გაახალგაზრდავებას (გაჯანსაღებას).
3.სამეურნეო ჭრით ხეტყე მზადდება ტყის 36 გრადუსამდე დაქანების ფერდობზე.
