Article 74. ტყის დაცვის ღონისძიებების დაფინანსება
Consolidation №7 Verified against the current consolidation · 25 Nov 2025
1. ტყის დაცვის ღონისძიებები ფინანსდება შესაბამისად საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ან ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან. ამ მიზნით შეიძლება სხვა თანხების გამოყენებაც.
2. კერძო საკუთრების ტყის დაცვის ღონისძიებებს აფინანსებს კერძო მესაკუთრე. აღნიშნული ღონისძიებები შესაძლებელია განხორციელდეს სახელმწიფო თანადაფინანსებით, თუ აუცილებელია ტყის დაცვის ერთიანი, ფართომასშტაბიანი ღონისძიებების გატარება. თავი XVII ტყის აღდგენა-გაშენება
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
საქართველოს ტყის კოდექსი
