Article 82. ტყის მოვლის ღონისძიებების დაფინანსება
Consolidation №7 Verified against the current consolidation · 25 Nov 2025
1. ტყის მოვლის ღონისძიებები ფინანსდება ტყის მართვის ორგანოს ბიუჯეტიდან. ამ მიზნით შეიძლება სხვა თანხების გამოყენებაც.
2. კერძო საკუთრების ტყის მოვლის ღონისძიებებს აფინანსებს კერძო მესაკუთრე. აღნიშნული ღონისძიებები შესაძლებელია განხორციელდეს სახელმწიფოს თანადაფინანსებით, თუ აუცილებელია ტყის მოვლის ერთიანი, მასშტაბური ღონისძიებების გატარება. თავი XIX ტყის სფეროში შესაბამისი აკადემიური განათლება და პროფესიული განათლება
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
საქართველოს ტყის კოდექსი
