Article 34. აკვაკულტურასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა
1. აკვაკულტურის/ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის გაცემის პროცესში საზოგადოების მონაწილეობის წესი განისაზღვრება ამ მუხლით.
2. აკვაკულტურის/ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვასთან დაკავშირებით მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ნებისმიერ პირს აქვს უფლება, სააგენტოს ვებგვერდზე კომენტარის სახით დააფიქსიროს თავისი მოსაზრება/შენიშვნა გამოქვეყნებული მასალების შესახებ ან საჯარო განხილვის დროს საჯარო კონსულტაციების მისაღებად.
3. სააგენტო უზრუნველყოფს: ა) აკვაკულტურის/ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის გაცემისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტების საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომობას; ბ) გადაწყვეტილების მიღების პროცესში საჯარო განხილვის დროს კონსულტაციების გაწევისას საზოგადოების მიერ გამოთქმული მოსაზრებების/შენიშვნების და საჯარო განხილვის შედეგების გათვალისწინებას, აგრეთვე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციის საზოგადოებისთვის მიწოდებას და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას; გ) ამ კანონის შესაბამისად განხორციელებული ეკოლოგიური მონიტორინგის შედეგების გამოქვეყნებას. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №796 – ვებგვერდი, 04.07.2025წ.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
აკვაკულტურის შესახებ
