გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი
Article 33. ინფორმაციის ხელმისაწვდომობა
1. ამ კოდექსით გათვალისწინებულ საკითხებზე გადაწყვეტილების მიმღები ადმინისტრაციული ორგანო, მოთხოვნის შემთხვევაში, უზრუნველყოფს მისი უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საჯარო ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას.
2. სააგენტო ამ კოდექსით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების პროცესში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრავს საზოგადოების ეფექტიანი ინფორმირებისთვის საჭირო ინფორმაციის ფარგლებს და უზრუნველყოფს აღნიშნული ინფორმაციის: ა) გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე განთავსებას; ბ) ნაბეჭდი ეგზემპლარის ხელმისაწვდომობას. საქართველოს 2022 წლის 17 მარტის კანონი №1445 – ვებგვერდი, 24.03.2022წ. საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2601 – ვებგვერდი, 09.03.2023წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №786 – ვებგვერდი, 04.07.2025წ.
