შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ
Closest in meaning — including in other laws
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ
Always up-to-date legal framework
1.სახელმწიფო, შესაბამისი ეფექტიანი მექანიზმების დანერგვით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროების შესაბამისი ტექნოლოგიების, ტექნიკისა და საგანმანათლებლო რესურსების გამოყენებით, უზრუნველყოფს ხელმისაწვდომი და ხარისხიანი ინკლუზიური განათლების სისტემის დანერგვას, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიერ უწყვეტი განათლების მიღების შესაძლებლობა, საკუთარი პიროვნებისა და შემოქმედებითი უნარების განვითარება და გონებრივი თუ ფიზიკური შესაძლებლობების რეალიზება.
2.სახელმწიფო უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ტექნიკური და პროფესიული ორიენტაციის პროგრამების, პროფესიული და უწყვეტი განათლების ხელმისაწვდომობას.
Describe your situation — we'll help you find the right specialist.