შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ
Article 17. ცნობიერების ამაღლება
1. სახელმწიფო, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით, უზრუნველყოფს: ა) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პოტენციალისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი წვლილის პოპულარიზაციას; ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებთან დაკავშირებული საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ მათი ოჯახებისა და საზოგადოების სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფებისათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას; გ) გრძელვადიანი პროგრამების განხორციელებას, რომლებიც ხელს უწყობს შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციის გამომწვევი სტერეოტიპების რღვევას; დ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებზე ორიენტირებული ადეკვატური, თანამედროვე და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მოთხოვნების/მექანიზმების ასახვას საგანმანათლებლო და საინფორმაციო მასალებში, რომლებიც შესასრულებლად სავალდებულო იქნება ყველა დაწესებულებისთვის, მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად.
2. სახელმწიფო ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს, სხვა ორგანიზაციებთან ერთად, საზოგადოებრივი მაუწყებლის მეშვეობითაც ახორციელებს.
