1.ინვესტიციის მიმღები ფონდი ვალდებულია ინვესტორ ფონდს მიაწოდოს ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია, რათა ინვესტორმა ფონდმა შეძლოს ამ კანონითა და სამართლებრივი აქტით დადგენილი მოთხოვნების შესრულება. ამ მიზნით ფონდი ინვესტიციის მიმღებ ფონდთან დებს შესაბამის შეთანხმებას. თუ ინვესტიციის მიმღებ ფონდსა და ინვესტორ ფონდს ერთი და იგივე მართავს, აღნიშნული შეთანხმება შეიძლება ჩანაცვლდეს აქტივების მმართველი კომპანიის შიდა წესებით.

