Article 58. ინვესტორი ფონდის მიერ ინვესტიციის მიმღებ ფონდში ინვესტიციის განხორციელებაზე თანხმობის გაცემა
1. ინვესტიციის მიმღებ ფონდში ამ კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი ლიმიტის გადაჭარბებით ინვესტიციის განხორციელება საჭიროებს საზედამხედველო ორგანოს წინასწარ თანხმობას. ამ მიზნით ინვესტორმა ფონდმა ან/და მისი სახელით მოქმედმა აქტივების მმართველმა კომპანიამ უნდა მიმართოს საზედამხედველო ორგანოს და წარუდგინოს შემდეგი ინფორმაცია და დოკუმენტები: ა) ინვესტიციის მიმღები ფონდისა და ინვესტორი ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტები; ბ) ინვესტიციის მიმღები ფონდისა და ინვესტორი ფონდის პროსპექტები და ინვესტორთათვის განკუთვნილი საკვანძო ინფორმაცია; გ) ინვესტიციის მიმღებ ფონდსა და ინვესტორ ფონდს შორის დადებული შეთანხმება ან აქტივების მმართველი კომპანიის შიდა წესები ამ კანონის მე-60 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად; დ) შესაბამის შემთხვევაში ერთეულის მფლობელებისთვის მისაწოდებელი, ამ კანონის 59-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია; ე) თუ ინვესტიციის მიმღებ ფონდსა და ინვესტორ ფონდს სხვადასხვა სპეციალიზებული დეპოზიტარი ჰყავთ, ამ სპეციალიზებულ დეპოზიტარებს შორის ამ კანონის 61-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დადებული შეთანხმება ინფორმაციის გაცვლის შესახებ; ვ) თუ ინვესტიციის მიმღებ ფონდსა და ინვესტორ ფონდს სხვადასხვა აუდიტორი ჰყავთ, ამ აუდიტორებს შორის ამ კანონის 61-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად დადებული შეთანხმება ინფორმაციის გაცვლის შესახებ.
