Article 63. ინვესტიციის მიმღები ფონდის ვალდებულებები
1. ინვესტიციის მიმღები ფონდი ან/და მისი სახელით მოქმედი აქტივების მმართველი კომპანია ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს საზედამხედველო ორგანოს თითოეული იმ ინვესტორი ფონდის შესახებ, რომელიც მის ერთეულებში ინვესტიციას ახორციელებს.
2. დაუშვებელია ინვესტორი ფონდისთვის ნებისმიერი სახის საკომისიოს გადახდის დაკისრება ინვესტიციის მიმღები ფონდის ერთეულებში ინვესტიციის განხორციელებისთვის ან ერთეულების გამოსყიდვისთვის.
3. ინვესტიციის მიმღები ფონდი ან/და მისი სახელით მოქმედი აქტივების მმართველი კომპანია ვალდებულია ინვესტორი ფონდისთვის ან/და მისი სახელით მოქმედი აქტივების მმართველი კომპანიისთვის, აგრეთვე ინვესტორი ფონდის სპეციალიზებული დეპოზიტარისთვის, აუდიტორისა და საზედამხედველო ორგანოსთვის შესაბამისი კანონმდებლობითა და სადამფუძნებლო დოკუმენტით მოთხოვნილი ინფორმაცია დროულად გახადოს ხელმისაწვდომი. თავი X შეთავაზება
