1.ამ მუხლის მიზნებისთვის, რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველის ანგარიში დადებითია, თუ, რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველის შეფასებით, არსებობს შემდეგი გარემოებები: ა) რეგულირებულ შეთანხმებას აქვს დამტკიცებისა და განხორციელების გონივრული პერსპექტივა; ბ) მოვალეს აქვს საკმარისი ფულადი სახსრები, რათა საქმიანობა განაგრძოს მორატორიუმის მოქმედების ვადის განმავლობაში.
2.მოვალემ რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველის დადებითი ანგარიშის მიღებიდან 5 დღის ვადაში სასამართლოს რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველის აღნიშნულ ანგარიშთან ერთად უნდა წარუდგინოს რეგულირებული შეთანხმების დადების შესახებ შეთავაზება.
3.მოვალე უფლებამოსილია ამ მუხლით გათვალისწინებული მორატორიუმი გამოიყენოს მხოლოდ რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველის დადებითი ანგარიშის მიღების შემთხვევაში, ამ კანონის 55-ე მუხლის შესაბამისად.
4.
