1.სასამართლო უფლებამოსილია კრედიტორის ან მოვალის განცხადების საფუძველზე განიხილოს და გამოიკვლიოს რეაბილიტაციის მმართველის/რეაბილიტაციის ზედამხედველის მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საკითხი.
2.შესაბამის განცხადებაში დასაბუთებული უნდა იყოს ვარაუდი იმის შესახებ, რომ რეაბილიტაციის მმართველმა/რეაბილიტაციის ზედამხედველმა საქმის წარმოების ფარგლებში: ა) მოვალის ფული ან სხვა ქონება არამართლზომიერად გამოიყენა, პირად მფლობელობაში დაიტოვა ან არამართლზომიერად განკარგა; ბ) ფიდუციური მოვალეობა დაარღვია; გ) უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედება ჩაიდინა.
3.თუ სასამართლო ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობას დადასტურებულად მიიჩნევს, იგი უფლებამოსილია რეაბილიტაციის მმართველს/რეაბილიტაციის ზედამხედველს დააკისროს: ა) მოვალის ფულის ან სხვა ქონების დაბრუნება ან მასთან დაკავშირებული სხვაგვარი პასუხისმგებლობა; ბ) პროცენტის გადახდა; გ) მოვალის სასარგებლოდ საკომპენსაციო თანხის გადახდა (ზიანის ანაზღაურება) ფიდუციური მოვალეობის დარღვევის ან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების გამო.
