Article 101. გადახდისუუნარობის მასის რეალიზაცია
1. გაკოტრების მმართველი უფლებამოსილია განახორციელოს გადახდისუუნარობის მასის რეალიზაცია ქონების რეალიზაციისთვის კანონით დადგენილი ნებისმიერი ფორმით, ერთიანი კომპლექსის სახით ან ნაწილ-ნაწილ.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქონების რეალიზაციის ფორმის შერჩევისას გაკოტრების მმართველმა უნდა განახორციელოს მისი იმ გზით რეალიზაცია, რომლიდანაც უფრო მეტი თანხის ამოღებაა მოსალოდნელი.
3. გაკოტრების მმართველი ქონების რეალიზაციის ფორმის შერჩევის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს ამ კანონით დადგენილი წესით, მის რეალიზაციამდე არაუგვიანეს 10 დღისა. კრედიტორი უფლებამოსილია აღნიშნული ანგარიშის გამოქვეყნებიდან 7 დღის ვადაში გაკოტრების მმართველს შესთავაზოს ქონების რეალიზაციის ალტერნატიული ფორმა, რომელიც კრედიტორთა ერთობლიობისთვის უფრო მოგებიანი იქნება. ქონების რეალიზაციის ფორმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს გაკოტრების მმართველი.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
