Article 72. ხელმძღვანელობაზე ან/და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების შეჩერება
1. რეაბილიტაციის მმართველის დანიშვნისთანავე მოვალის ხელმძღვანელობაზე ან/და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ ყველა პირს უჩერდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილება. თითოეული ასეთი პირი ვალდებულია, რეაბილიტაციის მმართველის გადაწყვეტილებით, მის მიერვე განსაზღვრული ოდენობის გონივრული ანაზღაურების სანაცვლოდ ითანამშრომლოს რეაბილიტაციის მმართველთან და მონაწილეობა მიიღოს რეაბილიტაციის გეგმის პროექტის მომზადებაში და ამ გეგმის შესრულებაში.
2. რეაბილიტაციის მმართველი თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს და ფუნქციებს ასრულებს ამ კანონით დადგენილი წესით და განსაზღვრულ ფარგლებში.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
