Article 92. რეაბილიტაციის მმართველის/რეაბილიტაციის ზედამხედველის თანამდებობიდან გათავისუფლება
1. სასამართლო უფლებამოსილია ამ კანონის 89-ე და 90-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას, დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე რეაბილიტაციის მმართველი/რეაბილიტაციის ზედამხედველი თანამდებობიდან გაათავისუფლოს.
2. კრედიტორთა კრება უფლებამოსილია რეაბილიტაციის მმართველის/რეაბილიტაციის ზედამხედველის ამ კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად დანიშვნიდან არაუგვიანეს 30 დღისა კრედიტორთა კრებაზე დამსწრე ხმის უფლების მქონე კრედიტორების 2/3-ის უმრავლესობით აირჩიოს ახალი რეაბილიტაციის მმართველი/რეაბილიტაციის ზედამხედველი. ახალი რეაბილიტაციის მმართველის/რეაბილიტაციის ზედამხედველის არჩევისთანავე სასამართლოს მიერ დანიშნულ რეაბილიტაციის მმართველს/რეაბილიტაციის ზედამხედველს უფლებამოსილება უწყდება.
3. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება მართვაში მყოფ მოვალეზე.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
