Closest in meaning — including in other laws
შრომის ინსპექციის შესახებ
Always up-to-date legal framework
1.შრომის ინსპექციის სამსახური ინსპექტირებას ახორციელებს: ა) დაინტერესებული პირის საჩივრის საფუძველზე; ბ) საკუთარი ინიციატივით, „ინსპექტირებას დაქვემდებარებულ ობიექტებზე შესვლისა და შემოწმების (ინსპექტირების) წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად; გ) „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი ნორმების დარღვევის თაობაზე ნებისმიერი იდენტიფიცირებადი პირის შეტყობინების საფუძველზე.
2.ამ მუხლით გათვალისწინებული ინსპექტირების განხორციელების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მთავარი შრომის ინსპექტორი.
These lawyers work in the legal area related to this article.