მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ
მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ
Closest in meaning — including in other laws
Always up-to-date legal framework
1.მშენებლობის ახალ ნებართვას არ საჭიროებს სამშენებლო დოკუმენტის შემდეგი ცვლილებები: ა) მზიდი კონსტრუქციული ელემენტების ძირითადი გაბარიტების უმნიშვნელო შეცვლა, მაგრამ არა უმეტეს 0.1 მეტრისა (გარდა კოლონების ჰორიზონტალური კვეთის, საყრდენი კედლის სიგანის, რიგელების ვერტიკალური კვეთის, სართულშუა გადახურვის ფილებისა და კონსოლების კვეთის სიმაღლეების ცვლილებისა), რამაც არ უნდა გამოიწვიოს შენობა-ნაგებობების მშენებლობის განხორციელების დოკუმენტებით სამშენებლო რეგლამენტის მიხედვით განსაზღვრული კონსტრუქციული სისტემის მდგრადობის დასუსტება; ბ) თითოეული სართულის განაშენიანების ფართობის შეცვლა ყოველ 500 მ 2 -მდე ფართობზე 1 მ 2 სიზუსტით, რამაც არ უნდა გამოიწვიოს შენობა-ნაგებობების მშენებლობის განხორციელების დოკუმენტებით სამშენებლო რეგლამენტის მიხედვით განსაზღვრული კონსტრუქციული სისტემის მდგრადობის დასუსტება; გ) სართულის სიმაღლის ცვლილება მაქსიმუმ 0.1 მეტრით, რამაც არ უნდა გამოიწვიოს შენობა-ნაგებობების სამშენებლო დოკუმენტით სამშენებლო რეგლამენტის მიხედვით განსაზღვრული კონსტრუქციული სისტემის მდგრადობის დასუსტება, ტექნიკური სართულის გადაქცევა არასრულ სართულად და არასრული სართულის გადაქცევა სრულ სართულად; დ) ექსტერიერის გაბარიტების ცვლილება 2%-მდე, მაგრამ არა უმეტეს 0.1 მეტრისა; ე) ექსტერიერის იმ ღიობების ან/და ელემენტების გაბარიტების ცვლილება, რომლებიც არ წარმოადგენს მზიდი კონსტრუქციული სისტემის ნაწილს, გარდა განსაკუთრებული რეგულირების ზონისა; ვ) ინტერიერის არამზიდი და თვითმზიდი კონსტრუქციული ელემენტების გადაადგილება/შეცვლა; ზ) შენობა-ნაგებობების ცალკეული ლოკალური საინჟინრო-კომუნალური სისტემების შეცვლა ისე, რომ არ მოხდეს მათი ტიპის, სიმძლავრისა და ადგილმდებარეობის შეცვლა; თ) სამშენებლო მასალებისა და პროდუქციის შეცვლა შესაბამისი ტექნიკური მახასიათებლების მქონე სხვა სამშენებლო მასალებითა და პროდუქციით; ი) შენობა-ნაგებობების ისეთი ნაწილების გადაადგილება/შეცვლა, რომლებიც ამ დადგენილების შესაბამისად არ საჭიროებს მშენებლობის ნებართვას; კ) შენობა-ნაგებობის მიწისპირა ან/და მიწისქვეშა ნაწილის ჰორიზონტალური გადაადგილება გრუნტის ზედაპირთან მიმართებაში არა უმეტეს 1.0 მეტრისა; ლ) შენობა-ნაგებობის ნულოვანი ნიშნულის ვერტიკალური ცვლილება აბსოლუტურ ნულთან მიმართებაში არა უმეტეს 0.2 მეტრისა, რამაც არ უნდა გამოიწვიოს მიწისქვეშა სართულის მიწისპირა ან მიწისზედა სართულად გადაქცევა; მ) გრუნტის თვისებებიდან გამომდინარე, შენობა-ნაგებობის საძირკვლის (წერტილოვანი, ლენტური და მონოლითური ფილის შემთხვევაში) დამატებითი ჩაღრმავება არა უმეტეს 0.5 მეტრისა; ნ) გრუნტის თვისებებიდან გამომდინარე, შენობა-ნაგებობის ხიმინჯებიანი საძირკვლის დამატებითი ან ნაკლები ჩაღრმავება გრუნტის მყარ ნაწილამდე.
2.მშენებლობის განხორციელების დოკუმენტებში ამ მუხლით განსაზღვრული შეტანილი ცვლილებები არ უნდა არღვევდეს სხვა სანებართვო პირობებს და არ უნდა ლახავდეს მესამე პირთა უფლებებს.
The amendments this article has been through
Removal of subparagraphs 'p' and 'zh' from paragraph 1, altering what minor changes to construction documents *do not* require new permits.
amending act №4515148The amendment specifies inspection/acceptance timelines for different classes of buildings (II-V) following the submission of an application, ranging from 10 to 30 days depending on class. It ties these timelines to Article 62's existing 'p' sub-clause regarding building categories.
amending act №3630292Defines minor alterations to building structures (dimensions, height) that do *not* require a new permit, with distinctions made between building classes and interior/exterior changes. Adds a subsection for Class II buildings allowing interior structural modifications without exterior or core system changes.
amending act №1842794Clarification that minor changes to a building's structure are permissible and can be confirmed through a specific procedure during acceptance into operation.
amending act №1563040Changes to permissible alterations without requiring a new permit, specifically relating to floor area changes for different building classes and exterior dimensions. Also includes interior structural element modifications and local utility system replacements.
amending act №1003140Adds an exception to needing a new construction permit for changes to individual structural elements, materials, or engineering systems *if* they don't affect load calculations or structural design. Also mandates submission of revised documentation and expert opinion for such changes.
amending act №2824These lawyers work in the legal area related to this article.
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი