1.V კლასის შენობა-ნაგებობები ხასიათდება რისკის მომეტებული ფაქტორით.
მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ
მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ
1.V კლასის შენობა-ნაგებობები ხასიათდება რისკის მომეტებული ფაქტორით.
Closest in meaning — including in other laws
Always up-to-date legal framework
2.V კლასს განეკუთვნება: ა) სამრეწველო ობიექტები, რომლებშიც ხორციელდება საშიში საწარმოო პროცესები და გამოიყენება მაღალ წნევასა და ტემპერატურაზე მომუშავე მოწყობილობა, აგრეთვე საშიში ნივთიერებები, კერძოდ: ა.ა) სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების დამამზადებელი საწარმოები; ა.ბ) მაღალი წნევის ბუნებრივი გაზისა და თხევადი ნახშირბადიანი გაზის საკომპრესორო, გაზგამანაწილებელი და შემვსები სადგურები, გარდა სატრანსპორტო საშუალებების გაზით გასამართი სადგურებისა; ა.გ) დღე-ღამეში 100 ტ-ზე მეტი მწარმოებლურობის მინერალური სასუქის მწარმოებელი საწარმოები; ა.დ) დღე-ღამეში 500 ტ-ზე მეტი მწარმოებლურობის ნავთობ- და გაზგადამმუშავებელი საწარმოები; ა.ე) ჰაერის დაყოფის პროდუქტების (ჟანგბადი, აზოტი, არგონი, კრიპტონი, ქსენონი და ნეონჰელიუმის ნარევი) მწარმოებელი და მომხმარებელი საწარმოები; ა.ვ) ქიმიური ბოჭკოს, პოლიმერული მასალების მწარმოებელი საწარმოები; ა.ზ) საღებავი მასალების მწარმოებელი საწარმოები, რომლებშიც მიმდინარეობს პროცესები ქიმიური ტექნოლოგიების გამოყენებით; ა.თ) ცელულოზაქაღალდის მწარმოებელი საწარმოები; ა.ი) რეზინტექნიკური ნაკეთობების მწარმოებელი საწარმოები; ა.კ) დღე-ღამეში 10 ტ-ზე მეტი მწარმოებლურობის სპირტის საწარმოები; ა.ლ) ცივი და ცხელი ნაგლინის მწარმოებელი საწარმოები; ა.მ) შავი და ფერადი ლითონების ჩამოსხმის საწარმოები; ბ) 1000 მ 3 -ზე მეტი მოცულობის, 50 მ-ზე მეტი სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 30 მ-ზე მეტი ჩაღრმავების მქონე ნაგებობა; გ) შენობა-ნაგებობა, რომლის მალის, ფერმის ან სხვა კონსტრუქციული ელემენტის სიგრძე მეტია 24 მ-ზე; დ) ხაზობრივი ნაგებობები – I კატეგორიის (მაგისტრალური) ნავთობსადენი და გაზსადენი, I კატეგორიის (გარე ქსელი) წყალსადენი, I კატეგორიის წყალარინების მილი, I და II კატეგორიის ელექტროგადამცემი ხაზი, I კატეგორიის სამელიორაციო და საირიგაციო ნაგებობა, I კატეგორიის რკინიგზა, I კატეგორიის საავტომობილო გზა, ფუნიკულიორი, საჰაერო-საბაგირო გზა, გვირაბები; ე) ელექტროქვესადგური 330 კ.ვოლტი და მეტი; I კატეგორიის ელექტროსადგურები (თბოელექტრო-სადგური, ჰიდროელექტროსადგური 50 მვტ და მეტი); ვ) წყალსაცავი 100 000 მ 3 -ზე მეტი მოცულობისა; ზ) ნავთობისა და ნავთობპროდუქტების, აგრეთვე თხევადი აირის საცავები – ტერმინალები, ავზების ჯამური მოცულობით 1000 მ 3 -ზე მეტი; თ) ნაგავსაყრელი ნაგებობა; ი) აეროდრომი კოდური აღნიშვნით 4D (ასაფრენი ზოლის სიგრძე 1800 მ-ზე მეტი და თვითმფრინავის ფრთების გაშლის სიგანე 36 მ-ზე მეტი) და მზიდუნარიანობით PCN 25-ზე მეტი; კ) გვირაბები და მეტროპოლიტენი.
The amendments this article has been through
Specifies characteristics for Class V buildings that fall under certain intensity/height parameters.
amending act №3569550Updated the definition of a specific industrial facility type in Class V buildings, changing it from 'air separation plants' to 'manufacturers of air division products (oxygen, nitrogen, argon, krypton, xenon and neon helium mixtures)'.
amending act №3418186References a subsection ('o') defining certain building types.
amending act №3205554A new sub-clause ('o') is added defining specific characteristics (density, height, depth) that categorize buildings under a heightened risk profile.
amending act №2717124Sub-point 'a.b' of Article 79 is revised, increasing the capacity threshold for compressor/distribution stations on main gas pipelines from an unspecified value to 3000 m³/hour to classify them as Class V buildings (increased risk).
amending act №2521498The definition of Class V buildings is updated with specific examples related to hospital development projects and investor obligations.
amending act №1205216Article 79 is amended to include specific building types (hotels, radio relay stations) that require construction permits and to redefine the scope of hospitals covered by existing regulations.
amending act №1131389A new sub-clause ('l') is added to article 79, defining construction objects related to the 'Hospital Sector Development General Plan' as falling under Class V buildings.
amending act №4012Describe your situation — we'll help you find the right specialist.