1.საერთო კრება გადაწყვეტილებას იღებს კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების უმრავლესობით, თუ ამ კანონით ან წესდებით გადაწყვეტილების მისაღებად ხმათა უფრო დიდი რაოდენობა არ არის გათვალისწინებული.
2.კენჭისყრა შეიძლება აქციათა კლასების მიხედვით ცალ-ცალკე ჩატარდეს.
3.წესდებაში/სადამფუძნებლო შეთანხმებაში შესატანი ცვლილება მიღებული უნდა იქნეს კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების 3/4-ის უმრავლესობით, თუ წესდებით ხმათა უფრო დიდი რაოდენობა არ არის გათვალისწინებული.
