1.საბჭო საჩივარს იხილავს და გადაწყვეტილებას იღებს ამ კანონის 90-ე მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში.
2.
1.საბჭო საჩივარს იხილავს და გადაწყვეტილებას იღებს ამ კანონის 90-ე მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში.
2.
Closest in meaning — including in other laws
საჯარო შესყიდვების შესახებ
Always up-to-date legal framework
3.საბჭოს წევრს უფლება არ აქვს, თავი შეიკავოს ხმის მიცემისგან. საბჭოს წევრს, რომელიც მიღებულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება, შეუძლია წერილობით ჩამოაყალიბოს განსხვავებული აზრი, რომელიც გადაწყვეტილებას დაერთვება.
4.საბჭოს გადაწყვეტილებას ხელს აწერს საბჭოს სხდომაზე დამსწრე და გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილე საბჭოს ყველა წევრი, მათ შორის, საბჭოს განსხვავებული აზრის მქონე წევრი.
5.თუ საბჭოს სხდომაზე დამსწრე საბჭოს წევრი გადაწყვეტილების მიღებას არ ესწრება, ეს გადაწყვეტილებაში აღინიშნება.
6.საბჭოს წევრი წარდგენილ მტკიცებულებებს აფასებს შინაგანი რწმენით, რომელიც მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას უნდა ემყარებოდეს.
7.საბჭო საჩივარს იხილავს მასში აღნიშნული მოთხოვნის ფარგლებში. გადაწყვეტილების მიღებისას საბჭო უფლებამოსილია იმსჯელოს იმ დარღვევაზე, რომელიც ჩადენილია გასაჩივრებული გადაწყვეტილების/ ქმედების მიღებისას/განხორციელებისას და საჩივარში აღნიშნული არ არის.
8.საბჭო უფლებამოსილია საჩივრისა და მასთან დაკავშირებული გარემოებების დეტალურად შესწავლის შედეგად საჩივარი: ა) სრულად დააკმაყოფილოს; ბ) ნაწილობრივ დააკმაყოფილოს; გ) არ დააკმაყოფილოს.
9.საჩივრის სრულად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილების შემთხვევაში საბჭო უფლებამოსილია: ა) შემსყიდველ ორგანიზაციას მის არასწორ ქმედებაზე მიუთითოს და შესყიდვის პროცედურების საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განხორციელება მოსთხოვოს; ბ) შემსყიდველ ორგანიზაციას მიღებული გადაწყვეტილების გადასინჯვა ან გაუქმება მოსთხოვოს; გ) შესყიდვის მონაწილის მიერ კანონის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი ორგანოების წინაშე დასვას მისი პასუხისმგებლობის საკითხი.
10.საბჭოს გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს და შესავალი, აღწერილობითი, სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილებისგან უნდა შედგებოდეს.
11.საბჭოს გადაწყვეტილება მიღებისთანავე ქვეყნდება ელექტრონულ მოდულში, საჯაროა და მხარისა და დაინტერესებული პირისთვის (არსებობის შემთხვევაში) ჩაბარებულად მიიჩნევა.
12.საბჭოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ შესრულება სავალდებულოა. მისი შეუსრულებლობა იწვევს კანონით დადგენილი პასუხისმგებლობის დაკისრებას.
13.ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს უფლება, საჯარო შესყიდვის შემთხვევაში – სააგენტოს, ხოლო შერჩევის პროცესის შემთხვევაში – საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ინვესტიციების სააგენტოს მიაწოდოს ინფორმაცია საბჭოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ან მისი შესრულების შეფერხების შესახებ.
14.საბჭო უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოების წინაშე დასვას საჯარო შესყიდვის/შერჩევის პროცესის მონაწილის/უფლებამოსილი ორგანოს პასუხისმგებლობის საკითხი, თუ საჩივრის განხილვისას დადგინდა, რომ მან დაარღვია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები და ჩაიდინა გადაცდომა.
15.საბჭო უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოსგან გამოითხოვოს შესაბამისი საგადასახადო საიდუმლოების ან პერსონალური მონაცემების (მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების) შემცველი ინფორმაცია ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია საჩივრის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღებისთვის. საქართველოს 2026 წლის 29 აპრილის კანონი №1549 – ვებგვერდი, 30.04.2026წ.
1. საბჭო საჩივარს იხილავს და გადაწყვეტილებას იღებს ამ კანონის 90-ე მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში.
2. საბჭოს სხდომის გამართვის შემდეგ გადაწყვეტილების მისაღებად იმართება თათბირი, რომელშიც საბჭოს წევრები მონაწილეობენ. გადაწყვეტილება მიიღება საბჭოს სხდომაზე დამსწრე საბჭოს წევრთა ხმების უმრავლესობით. საბჭოს წევრთა ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს სხდომის თავმჯდომარის ხმა.
3. საბჭოს წევრს უფლება არ აქვს, თავი შეიკავოს ხმის მიცემისგან. საბჭოს წევრს, რომელიც მიღებულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება, შეუძლია წერილობით ჩამოაყალიბოს განსხვავებული აზრი, რომელიც გადაწყვეტილებას დაერთვება.
4. საბჭოს გადაწყვეტილებას ხელს აწერს საბჭოს სხდომაზე დამსწრე და გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილე საბჭოს ყველა წევრი, მათ შორის, საბჭოს განსხვავებული აზრის მქონე წევრი.
5. თუ საბჭოს სხდომაზე დამსწრე საბჭოს წევრი გადაწყვეტილების მიღებას არ ესწრება, ეს გადაწყვეტილებაში აღინიშნება.
6. საბჭოს წევრი წარდგენილ მტკიცებულებებს აფასებს შინაგანი რწმენით, რომელიც მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას უნდა ემყარებოდეს.
7. საბჭო საჩივარს იხილავს მასში აღნიშნული მოთხოვნის ფარგლებში. გადაწყვეტილების მიღებისას საბჭო უფლებამოსილია იმსჯელოს იმ დარღვევაზე, რომელიც ჩადენილია გასაჩივრებული გადაწყვეტილების/ ქმედების მიღებისას/განხორციელებისას და საჩივარში აღნიშნული არ არის.
8. საბჭო უფლებამოსილია საჩივრისა და მასთან დაკავშირებული გარემოებების დეტალურად შესწავლის შედეგად საჩივარი:
ა) სრულად დააკმაყოფილოს;
ბ) ნაწილობრივ დააკმაყოფილოს;
გ) არ დააკმაყოფილოს.
9. საჩივრის სრულად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილების შემთხვევაში საბჭო უფლებამოსილია:
ა) შემსყიდველ ორგანიზაციას მის არასწორ ქმედებაზე მიუთითოს და შესყიდვის პროცედურების საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განხორციელება მოსთხოვოს;
ბ) შემსყიდველ ორგანიზაციას მიღებული გადაწყვეტილების გადასინჯვა ან გაუქმება მოსთხოვოს;
გ) შესყიდვის მონაწილის მიერ კანონის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი ორგანოების წინაშე დასვას მისი პასუხისმგებლობის საკითხი.
10. საბჭოს გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს და შესავალი, აღწერილობითი, სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილებისგან უნდა შედგებოდეს.
11. საბჭოს გადაწყვეტილება მიღებისთანავე ქვეყნდება ელექტრონულ მოდულში, საჯაროა და მხარისა და დაინტერესებული პირისთვის (არსებობის შემთხვევაში) ჩაბარებულად მიიჩნევა.
12. საბჭოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ შესრულება სავალდებულოა. მისი შეუსრულებლობა იწვევს კანონით დადგენილი პასუხისმგებლობის დაკისრებას.
13. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს უფლება, საჯარო შესყიდვის შემთხვევაში – სააგენტოს, ხოლო შერჩევის პროცესის შემთხვევაში – საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ინვესტიციებისსაჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს მიაწოდოს ინფორმაცია საბჭოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შესახებ ან მისი შესრულების შეფერხების შესახებ.თაობაზე.
14. საბჭო უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოების წინაშე დასვას საჯარო შესყიდვის/შერჩევის პროცესის მონაწილის/უფლებამოსილი ორგანოს პასუხისმგებლობის საკითხი, თუ საჩივრის განხილვისას დადგინდა, რომ მან დაარღვია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები და ჩაიდინა გადაცდომა.
15. საბჭო უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოსგან გამოითხოვოს შესაბამისი საგადასახადო საიდუმლოების ან პერსონალური მონაცემების (მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების) შემცველი ინფორმაცია ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია საჩივრის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღებისთვის.
საქართველოს 2026 წლის 29 აპრილის კანონი №1549 – ვებგვერდი, 30.04.2026წ.
These lawyers work in the legal area related to this article.