Article 104. სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების მოგება და ზარალი
1. თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყოველი სამეურნეო წლის ბოლოს ფინანსური ანგარიშგების საფუძველზე დგინდება სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების წლიური მოგება ან ზარალი და გამოითვლება მასში ყოველი პარტნიორის წილი.
2. პარტნიორის წილი მოგება მიემატება ამ პარტნიორის შენატანს, თუ ის სრულად არ იყო განხორციელებული.
3. პარტნიორის წილი ზარალი და მის მიერ სამეურნეო წლის განმავლობაში სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების ანგარიშიდან გახარჯული ფული გამოაკლდება ამ პარტნიორის წილ მოგებას.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
