Article 25. მოგება, ზარალი და მათი განაწილება
Consolidation №70 Verified against the current consolidation · 2 Aug 2021
1. თუ წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი, ყოველი სამეურნეო წლის ბოლოს ბალანსის საფუძველზე დგინდება წლიური მოგება ან ზარალი და გამოითვლება მასში ყოველი პარტნიორის წილი.
2. თუ წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი, ერთ-ერთი პარტნიორის წილის მოგება მიემატება მისსავე შენატანს, თუ ის არ იყო სრულად შეტანილი; პარტნიორის ზიარი ზარალი და სამეურნეო წლის განმავლობაში შენატანიდან გახარჯული ფული ჩამოიწერება მოგებიდან. საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5913 - სსმ I, №7, 26.03.2008წ., მუხ.33
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
მეწარმეთა შესახებ
