Article 233. კოოპერატივის წევრობის შეწყვეტა
1. კოოპერატივის წევრობის შეწყვეტის საფუძვლებია: ა) წევრის გასვლა კოოპერატივიდან; ბ) წევრის გარიცხვა კოოპერატივიდან; გ) კოოპერატივის წევრის მიერ პაის გასხვისება; დ) კოოპერატივის წევრი იურიდიული პირის რეგისტრაციის გაუქმება; ე) კოოპერატივის წევრის გარდაცვალება.
2. წესდება შეიძლება კოოპერატივის წევრობის შეწყვეტის სხვა საფუძვლებსაც ითვალისწინებდეს.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
