„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონით
Article 12. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრობის შეწყვეტა
1. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრობის შეწყვეტის საფუძვლებია: ა) წევრობიდან გასვლა; ბ) წევრის გარიცხვა; გ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრის გარდაცვალება/ ლიკვიდაცია; დ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ლიკვიდაცია.
2. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წესდებით შეიძლება შეიზღუდოს წევრობიდან გასვლის უფლება წევრის მიერ ფინანსური ვალდებულებების სრულად შესრულებამდე.
3. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრის გარიცხვა შეიძლება, თუ იგი: ა) არ ასრულებს საკუთარ ვალდებულებებს; ბ) უხეშად არღვევს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წესდებას ან/და არ ასრულებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საერთო კრების, გამგეობისა და სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებებს.
4. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრის გარიცხვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საერთო კრება ხმათა უბრალო უმრავლესობით. საერთო კრების გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში. საქართველოს 2015 წლის 11 ნოემბრის კანონი №4495 - ვებგვერდი, 24.11.2015წ.
