Article 250. კოოპერატივის სამეთვალყურეო საბჭოს კომპეტენცია
1. კოოპერატივის სამეთვალყურეო საბჭო ახორციელებს კოოპერატივის ხელმძღვანელი ორგანოს საქმიანობის კონტროლს ამ კანონითა და წესდებით დადგენილი წესებისა და პირობების დაცვით.
2. სამეთვალყურეო საბჭო იღებს ინფორმაციას კოოპერატივის საქმეების მიმდინარეობის შესახებ. მას შეუძლია ნებისმიერ დროს მოსთხოვოს ხელმძღვანელ ორგანოს/ხელმძღვანელ პირს ანგარიში და უშუალოდ ან თავის მიერ განსაზღვრული პირების მეშვეობით შეამოწმოს კოოპერატივის დოკუმენტაცია. სამეთვალყურეო საბჭომ უნდა შეამოწმოს წლიური ბალანსი, კოოპერატივის ფინანსური მდგომარეობის შესახებ ანგარიში, წინადადებები წლიური მოგების განაწილების შესახებ და ამ შემოწმების შედეგები უნდა მოახსენოს პარტნიორთა კრებას წლიური ბალანსის დამტკიცებამდე.
3. სამეთვალყურეო საბჭომ დადგენილი წესით უნდა მოიწვიოს საერთო კრება/წარმომადგენელთა კრება.
4. სამეთვალყურეო საბჭოს სხვა ფუნქციები შეიძლება განისაზღვროს წესდებით. სამეთვალყურეო საბჭოს წევრს არ აქვს თავისი ფუნქციების სხვა პირისთვის გადაბარების უფლება.
5. სამეთვალყურეო საბჭო უფლებამოსილია წარმოადგინოს კოოპერატივი მისი ხელმძღვანელი პირის წინააღმდეგ კოოპერატივის სახელით წარმართულ სამართლებრივ დავაში.
6. სამეთვალყურეო საბჭოს თანხმობა სჭირდება ნებისმიერ კრედიტს, რომელსაც კოოპერატივი მისცემს თავის ხელმძღვანელ პირს, ან მის თავდებობას.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
