Article 59. სამეწარმეო საზოგადოების რეორგანიზაციის ფორმები
1. დასაშვებია, სამეწარმეო საზოგადოების რეორგანიზაცია განხორციელდეს შემდეგი ფორმებით: ა) სამეწარმეო საზოგადოების გარდაქმნა; ბ) სამეწარმეო საზოგადოებების შერწყმა (მიერთება ან გაერთიანება); გ) სამეწარმეო საზოგადოების გაყოფა (დაყოფა ან გამოყოფა).
2. სამეწარმეო საზოგადოების რეორგანიზაციის შესახებ გადაწყვეტილებაზე ვრცელდება ამ კანონის 82-ე მუხლის მე-2 პუნქტით სამეწარმეო საზოგადოების ლიკვიდაციისთვის დადგენილი შეტყობინების წესები.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
