Article 68. სააქციო საზოგადოების შერწყმის/გაყოფის ანგარიში
1. შერწყმაში/გაყოფაში მონაწილე სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირები ამზადებენ სააქციო საზოგადოების შერწყმის/გაყოფის ანგარიშს. ეს ანგარიში დეტალურად უნდა განმარტავდეს: ა) შერწყმის/გაყოფის გეგმის დებულებებს, მათ სამართლებრივ და ეკონომიკურ საფუძვლებს; ბ) წილების გადაცვლის თანაფარდობის განსაზღვრის კრიტერიუმებსა და მეთოდებს, აგრეთვე წილების გადაცვლის თანაფარდობის შეფასებისას წარმოშობილ სიძნელეებს, თუ ასეთი სიძნელეები წარმოიშვა; გ) გაყოფის დროს, საჭიროების შემთხვევაში, ინფორმაციას ამ კანონის 164-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული არაფულადი შენატანის შესახებ, ინფორმაციას შემძენი სააქციო საზოგადოებისთვის ანგარიშის მომზადების თაობაზე და მითითებას მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მის რეგისტრაციაზე.
2. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, სააქციო საზოგადოების შერწყმის/გაყოფის ანგარიშის მომზადება სავალდებულო არ არის, თუ შერწყმაში/გაყოფაში მონაწილე სააქციო საზოგადოების ყველა აქციონერი წერილობით უარს განაცხადებს ანგარიშის წარდგენაზე.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
