Article 71. შერწყმის/გაყოფის გეგმის დამტკიცება
1. შერწყმის/გაყოფის გეგმას ამტკიცებს საერთო კრება ამ კანონის 61-ე მუხლით დადგენილი წესით. საერთო კრების მიერ შერწყმის/გაყოფის გეგმის დამტკიცების შემთხვევაში შერწყმის/გაყოფის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულად მიიჩნევა.
2. საერთო კრებაზე შერწყმის/გაყოფის გეგმასთან ერთად კენჭი ეყრება შემძენი სამეწარმეო საზოგადოების წესდებაში ცვლილებების პროექტს ასეთი ცვლილებების განხორციელების საჭიროების შემთხვევაში, ხოლო ახალი სამეწარმეო საზოგადოების დაფუძნების შემთხვევაში კენჭი ეყრება ახალი სამეწარმეო საზოგადოების წესდების პროექტს.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
