საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი წარმართავს მინისტრთა კაბინეტის საქმიანობას და უზრუნველყოფს სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის ორგანოთა ურთიერთქმედებას. საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი: ორგანიზაციას უწევს მინისტრთა კაბინეტის მუშაობას; ხელმძღვანელობს მის სხდომებს; ანაწილებს მოვალეობებს მოადგილეთა შორის და კოორდინაციას უწევს მათს საქმიანობას; წარმომადგენლობს საქართველოს რესპუბლიკის სამთავრობათაშორისო ურთიერთობებში საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად; თავისი კომპეტენციის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებებს სახელმწიფო მმართველობის ცალკეულ საკითხებზე და ამის შესახებ წარუდგენს ინფორმაციას მინისტრთა კაბინეტის მორიგ სხდომას; წაახალისებს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის წევრებს, მინისტრთა კაბინეტის სხვა საქვეუწყებო ორგანოთა თანამდებობის პირებს, დაადებს მათ დისციპლინურ სასჯელებს. საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 15 მარტის კანონი - პარლამენტის უწყებანი, №16, 31/03/1994
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შესახებ
Article 28. საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი
Consolidation №2 Verified against the current consolidation · 15 Mar 1994
