საქართველოს რესპუბლიკის სამინისტრო და კომიტეტი არიან აღმასრულებელი ხელისუფლების ცენტრალური ორგანოები, რომლებიც ხელმძღვანელობენ მათთვის მინდობილ მმართველობის დარგს და ექვემდებარებიან საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს. საქართველოს რესპუბლიკის სამინისტროს, კომიტეტს ხელმძღვანელობს შესაბამისად საქართველოს რესპუბლიკის მინისტრი, კომიტეტის თავმჯდომარე, რომელთაც ეკისრებათ პერსონალური პასუხისმგებლობა სამინისტროსა და კომიტეტისათვის მინდობილი მმართველობის სფეროს მდგომარეობისა და განვითარების, ეკონომიკური რეფორმების ჩატარებისათვის. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრისა და კომიტეტის თავმჯდომარეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე - სახელმწიფოს მეთაური საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის წარდგინებით და ამტკიცებს საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრისა და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს შესაბამისი მინისტრი და კომიტეტის თავმჯდომარე, რასაც შემდგომ ამტკიცებს მინისტრთა კაბინეტი. საქართველოს რესპუბლიკის სამინისტროები და კომიტეტები თავიანთ უფლებამოსილებათა ფარგლებში ახორციელებენ მინისტრთა კაბინეტის პოლიტიკას, გამოსცემენ ბრძანებებსა და სხვა აქტებს საქართველოს რესპუბლიკის კანონების, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებებისა და პრემიერ-მინისტრის განკარგულებების საფუძველზე და მათს შესასრულებლად, ორგანიზაციას უწევენ და ამოწმებენ მათ შესრულებას. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს უფლება აქვს გააუქმოს საქართველოს რესპუბლიკის სამინისტროთა და კომიტეტების კანონსაწინააღმდეგო აქტები. საქართველოს რესპუბლიკის სამინისტროები და კომიტეტები ახდენენ მათი საქმიანობის დარგის განვითარების პროგნოზირებას, სწავლობენ მსოფლიო კონიუნქტურას მეცნიერულ-ტექნიკური და სოციალურ-ეკონომიკური პროგრესის პროგრამებს, ზრუნავენ თავიანთი მუშაკების სოციალური დაცვისა და კადრების მომზადებისათვის. საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 15 მარტის კანონი - პარლამენტის უწყებანი, №16, 31/03/1994
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შესახებ
Article 21. საქართველოს რესპუბლიკის სამინისტროები და კომიტეტები
Consolidation №2 Verified against the current consolidation · 15 Mar 1994
