„იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონის
Article 14. უზრუნველყოფის აქტივების ზედამხედველის დანიშვნა და გათავისუფლება
1. თითოეულ ემიტენტს უნდა ჰყავდეს უზრუნველყოფის აქტივების ზედამხედველი , რომელიც განახორციელებს უზრუნველყოფის აქტივების გაერთიანების მონიტორინგს . უზრუნველყოფის აქტივების ზედამხედველმა შეიძლება მონიტორინგი გაუწიოს ერთდროულად ემიტენტის რამდენიმე უზრუნველყოფის აქტივების გაერთიანებას .
2. უზრუნველყოფის აქტივების ზედამხედველი უნდა იყოს იურიდიული პირი , რომელსაც აქვს საზოგადოებრივი დაინტერესების პირის აუდიტის განხორციელების უფლებამოსილება . საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია დაადგინოს უზრუნველყოფის აქტივების ზედამხედველის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები .
3. უზრუნველყოფის აქტივების ზედამხედველს ნიშნავს და ათავისუფლებს ემიტენტი საქართველოს ეროვნული ბანკის წინასწარი თანხმობით . ემიტენტი უფლებამოსილია უზრუნველყოფის აქტივების ზედამხედველი განსაზღვრული ვადით დანიშნოს . ამ კანონის მე -18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის განცალკევების შემთხვევაში განცალკევების გაუქმებამდე ჩერდება უზრუნველყოფის აქტივების ზედამხედველის უფლებამოსილება . უზრუნველყოფის აქტივების ზედამხედველი ვალდებულია პროგრამის ადმინისტრატორს მიაწოდოს უზრუნველყოფის აქტივების სამართავად საჭირო ყველა მონაცემი / ინფორმაცია .
4. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში ემიტენტს მოსთხოვოს უზრუნველყოფის აქტივების ზედამხედველის გათავისუფლება .
5. უზრუნველყოფის აქტივების ზედამხედველი საკუთარი ვალდებულებების შესრულების ფარგლებში პასუხს აგებს ემიტენტისთვის ან / და პროგრამის კრედიტორთათვის მიყენებული ზიანისთვის მხოლოდ განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის შემთხვევაში . ემიტენტის წინაშე უზრუნველყოფის აქტივების ზედამხედველის ამ პუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ფარგლები შეიძლება გაფართოვდეს მათ შორის დადებული შეთანხმებით .
6. ეს მუხლი და ამ კანონის მე -15 მუხლი შესაბამისად ვრცელდება აგრეთვე რეფინანსირების ბანკის მოვალესა და მის უზრუნველყოფის აქტივებზე . ამ შემთხვევაში მოვალეს უფლება აქვს , უზრუნველყოფის აქტივების ზედამხედველად ამ მუხლის მე -2 პუნქტით გათვალისწინებული პირის ნაცვლად თავად რეფინანსირების ბანკი დანიშნოს .
