„იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონის
Article 20. პროგრამის ადმინისტრატორის უფლებები და მოვალეობები
1. იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის განცალკევებისთანავე უზრუნველყოფის აქტივების მართვის ( მათ შორის , განკარგვის ) უფლებამოსილება პროგრამის ადმინისტრატორს გადაეცემა . პროგრამის ადმინისტრატორი უფლებამოსილია ემიტენტის სახელით დადოს გარიგებები და შეასრულოს შესაბამისი მოქმედებები ( მათ შორის , განახორციელოს იპოთეკიდან გამომდინარე უფლებები , მოიზიდოს სახსრები იპოთეკური ობლიგაციებიდან გამომდინარე გადახდის ვალდებულებათა დროულად შესასრულებლად ), რომლებიც აუცილებელია უზრუნველყოფის აქტივების გაერთიანების სათანადოდ ადმინისტრირებისთვის , რათა პროგრამის კრედიტორთა მოთხოვნები სრულად , ემისიის პირობების / სახელშეკრულებო პირობების შესაბამისად დაკმაყოფილდეს . პროგრამის ადმინისტრატორი საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელების ფარგლებში წარმოადგენს ემიტენტს როგორც სასამართლოში , ისე სასამართლოს გარე ურთიერთობებში .
2. პროგრამის ადმინისტრატორი ვალდებულია მისი დანიშვნიდან 2 კვირის განმავლობაში შეაფასოს , რამდენად აკმაყოფილებს იპოთეკური ობლიგაციების პროგრამა ამ კანონისმე -7 მუხლის პირველი პუნქტითა და მე -8 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს და არსებობს თუ არა პროგრამის გადახდისუუნაროდ გამოცხადების საფუძველი . პროგრამის ადმინისტრატორი აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობებს საქართველოს ეროვნულ ბანკს . პროგრამის შეფასების ფარგლებში პროგრამის ადმინისტრატორმა უნდა განიხილოს პროგრამის მოქმედების გაგრძელების , რესტრუქტურიზაციის ( მათ შორის , პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გასხვისების ) ან ლიკვიდაციის შესაძლებლობა .
3. თუ ემიტენტის მიმართ ლიკვიდაციის პროცესი მიმდინარეობს , პროგრამის ადმინისტრატორის მიერ ამ მუხლის მე -2 პუნქტით გათვალისწინებული შეფასების დასრულებისთანავე ემიტენტის ლიკვიდატორი უფლებამოსილია მოითხოვოს უზრუნველყოფის აქტივების გაერთიანებიდან იმ აქტივების ამორიცხვა , რომლებიც უზრუნველყოფის აქტივების სიჭარბის ნაწილია და პროგრამის ვალდებულებათა უზრუნველსაყოფად აშკარად არ იქნება აუცილებელი . პროგრამის ადმინისტრატორი უფლებამოსილია მის მიერ განხორციელებული შეფასების შედეგების საფუძველზე უარი განაცხადოს უზრუნველყოფის აქტივების ამორიცხვაზე . ამ საკითხზე მხარეებს შორის უთანხმოების არსებობისას შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ეროვნული ბანკი .
