იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ
იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ
Closest in meaning — including in other laws
იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ
Always up-to-date legal framework
2.თუ , ამ კანონის მე -20 მუხლის მე -6− მე -9 პუნქტების შესაბამისად , იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის გადახდისუუნაროდ გამოცხადების შემდეგ ზედიზედ ორჯერ მოწვეულ პროგრამის კრედიტორთა კრებაზე პროგრამის კრედიტორები არ მოიწონებენ პროგრამის ადმინისტრატორის მიერ მათთვის შეთავაზებულ რომელიმე წინადადებას ან საქართველოს ეროვნული ბანკი ზედიზედ ორჯერ უარს განაცხადებს კრების მიერ მოწონებული წინადადების დამტკიცებაზე , საქართველოს ეროვნული ბანკი იღებს გადაწყვეტილებას გადახდისუუნარო პროგრამის ლიკვიდაციის შესახებ . საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გადახდისუუნარო პროგრამის ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება მიიღოს იმ შემთხვევაშიც , თუ აშკარაა , რომ პროგრამის რესტრუქტურიზაციის შესახებ პროგრამის კრედიტორთა მიერ მოწონებული წინადადება ვერ აღმოფხვრის იმ გარემოებებს , რომლებმაც გადახდისუუნარობა გამოიწვია , ან თუ აშკარაა , რომ რესტრუქტურიზაციის შემთხვევაში პროგრამის კრედიტორები იმაზე ნაკლებს მიიღებენ , ვიდრე ლიკვიდაციისას მიიღებდნენ .
3.გადახდისუუნარო პროგრამის ლიკვიდაციას ახორციელებს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დანიშნული პროგრამის ლიკვიდატორი , რომელსაც პროგრამის აქტივებსა და ვალდებულებებთან დაკავშირებით კომერციული ბანკის ლიკვიდატორის უფლებამოსილების იდენტური უფლებამოსილება ენიჭება . პროგრამის ადმინისტრატორს უფლებამოსილება პროგრამის ლიკვიდატორის დანიშვნისთანავე უწყდება . პროგრამის ლიკვიდატორი საკუთარი უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში წარმოადგენს ლიკვიდაციის რეჟიმში მყოფ ემიტენტს როგორც სასამართლოში , ისე სასამართლოსგარე ურთიერთობებში . ამ კანონის მე -19 მუხლისა და მე -20 მუხლის მე -10 და მე -11 პუნქტების დებულებები შესაბამისად ვრცელდება პროგრამის ლიკვიდატორზე . პროგრამის ლიკვიდატორად შეიძლება დაინიშნოს პროგრამის ადმინისტრატორიც .
4.კომერციული ბანკების ლიკვიდაციის მარეგულირებელი კანონმდებლობა , ამ კანონით დადგენილი სპეციალური დებულებების გათვალისწინებით , შესაბამისად ვრცელდება პროგრამის ლიკვიდატორის მიერ გადახდისუუნარო პროგრამის ლიკვიდაციის წარმოებაზე .
Describe your situation — we'll help you find the right specialist.