1.პროგრამის ადმინისტრატორი უფლებამოსილია საქართველოს ეროვნული ბანკის წინასწარი თანხმობის საფუძველზე სრულად ან ნაწილობრივ გაასხვისოს იპოთეკური ობლიგაციების პროგრამა ამ კანონის შესაბამისად ავტორიზებულ სხვა კომერციულ ბანკზე .
2.იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის სრულად გასხვისება გულისხმობს ყველა უზრუნველყოფის აქტივისა და პროგრამასთან დაკავშირებული ყველა ვალდებულების ( მათ შორის , პროგრამის ფარგლებში გამოშვებული იპოთეკური ობლიგაციებიდან გამომდინარე ვალდებულებების ) პროგრამის მიმღებისთვის გადაცემას . პროგრამის სრულად გასასხვისებლად პროგრამის კრედიტორთა თანხმობა არ მოითხოვება .
3.იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის ნაწილობრივ გასხვისება გულისხმობს უზრუნველყოფის აქტივებისა და პროგრამასთან დაკავშირებული ვალდებულებების ( მათ შორის , პროგრამის ფარგლებში გამოშვებული იპოთეკური ობლიგაციებიდან გამომდინარე ვალდებულებების ) პროგრამის მიმღებისთვის ნაწილობრივ გადაცემას . პროგრამის ნაწილობრივ გასასხვისებლად საჭიროა პროგრამის კრედიტორთა კრებაზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება , რასთან დაკავშირებითაც გამოიყენება ამ კანონის მე -20 მუხლის მე -8 და მე -9 პუნქტების დებულებები .
4.იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის ნაწილობრივ გასხვისების შემთხვევაში გამსხვისებელთან ( ემიტენტთან ) დარჩენილი უზრუნველყოფის აქტივების მოცულობა უნდა აკმაყოფილებდეს პროგრამის ვალდებულებათა უზრუნველყოფისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს .
5.იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის გასხვისების შესახებ ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს სულ მცირე შემდეგ ინფორმაციას : ა ) გამსხვისებლისა და შემძენის სახელწოდებებს , საიდენტიფიკაციო ნომრებსა და იურიდიულ მისამართებს ; ბ ) უზრუნველყოფის აქტივების რეესტრში რეგისტრირებული აქტივებისა და პროგრამის კრედიტორთა წინაშე არსებული ვალდებულებების გადაცემის შესახებ შეთანხმებას და შეთანხმებულ ფასს ( ასეთი ფასის არსებობის შემთხვევაში ); გ ) ყველა გადასაცემი ხელშეკრულების , უფლებისა და ვალდებულების ჩამონათვალს , რომელშიც მითითებულია მათი ნომინალური ღირებულება ; დ ) უფლებებისა და ვალდებულებების , მათთან დაკავშირებული დოკუმენტებისა და ჩანაწერების გადაცემის წესსა და პირობებს .
6.იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის სრულად გასხვისების შემთხვევაში მისი გასხვისებიდან მიღებული შემოსავლით ( ასეთი შემოსავლის არსებობის შემთხვევაში ) უპირატესად პროგრამის მართვასთან დაკავშირებული ხარჯები უნდა დაიფაროს . ხარჯების გამოკლების შემდეგ დარჩენილ შემოსავალს ემიტენტი განკარგავს . პროგრამის ნაწილობრივ გასხვისების შემთხვევაში მისი გასხვისებიდან მიღებული შემოსავალი ( ასეთი შემოსავლის არსებობის შემთხვევაში ) შეიტანება უზრუნველყოფის აქტივების გაერთიანებაში ამ კანონის მე -7 მუხლის პირველი პუნქტითა და მე -8 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად აუცილებელი მოცულობით .
7.იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის გასხვისების შემდეგ პროგრამის მიმღები ვალდებულია გონივრულ ვადაში მიაწოდოს ამ პროგრამის კრედიტორებს მათ მიერ საკუთარი უფლებების სათანადოდ განხორციელებისთვის და მოვალეობების სათანადოდ შესრულებისთვის აუცილებელი ყველა ინფორმაცია . იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის მიმღებზე სრულად ვრცელდება ამ კანონით იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის მართვასთან ( მათ შორის , პროგრამის ვალდებულებების უზრუნველყოფასთან ) და პროგრამის კრედიტორთა პერიოდულ ინფორმირებასთან დაკავშირებით დადგენილი მოთხოვნები .
8.პროგრამის ადმინისტრატორის მიერ პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გასხვისებას , ამ მუხლით გათვალისწინებული პირების გარდა , სხვა პირების ( მათ შორის , მსესხებლის ) თანხმობა არ სჭირდება .
