1.
რაჭის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ
რაჭის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ
1.
Closest in meaning — including in other laws
რაჭის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ
Always up-to-date legal framework
2.ამ კანონით გათვალისწინებული რაჭის დაცული ტერიტორიების ზონირება და შესაბამის ზონებში დაშვებული საქმიანობები, „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, განისაზღვრება შესაბამისი დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმით ან დროებითი რეგულირების წესით. [მუხლი 3. რაჭის დაცული ტერიტორიები და მათი ფუნქციურ-გეგმარებითი ორგანიზება (ზონირება) 1. რაჭის დაცული ტერიტორიების ფუნქციურ-გეგმარებითი ორგანიზება (ზონირება) ემყარება „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ საფუძვლებს.
2.რაჭის დაცული ტერიტორიებია: ა) რაჭის ეროვნული პარკი; ბ) საკიშორის მღვიმის ბუნების ძეგლი; გ) შარეულის მღვიმის ბუნების ძეგლი; დ) უშოლთის მღვიმის ბუნების ძეგლი; ე) კიდობანას მღვიმის ბუნების ძეგლი; ვ) მურადის მღვიმის ბუნების ძეგლი; ზ) ამბროლაურის დაცული ლანდშაფტი; თ) რაჭის ეროვნული პარკის დამხმარე ზონა (მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია).
3.რაჭის ეროვნული პარკის შექმნის მიზნებია: ბიოლოგიური მრავალფეროვნებით გამორჩეული ბუნებრივი ეკოსისტემის, ლანდშაფტის, ცხოველთა და მცენარეთა სახეობების, განსაკუთრებით − გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვა, აღდგენა და შენარჩუნება; უნიკალური და იშვიათი ორგანული და არაორგანული ბუნებრივი წარმონაქმნების დაცვა; ბუნებრივ და ისტორიულ-კულტურულ გარემოში რეკრეაციის, ჯანმრთელობის დაცვისა და ტურიზმის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა; გარემოსდაცვითი განათლების დონის ამაღლებისა და მეცნიერული კვლევა-ძიების ხელშეწყობა; ბუნებრივი განახლებადი რესურსებით მდგრადი სარგებლობა; რაჭის ეროვნული პარკის დამხმარე ზონაში (მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე) ხალხური შემოქმედების ტრადიციების შენარჩუნებისა და განვითარების, აგრეთვე მდგრადი სამეურნეო საქმიანობის წახალისება.
4.საკიშორის მღვიმის ბუნების ძეგლის შექმნის მიზნებია: მღვიმეში არსებული ტროგლობიონტებისა და ღამურების ჰაბიტატების, გეოლოგიური სტრუქტურებისა და ქიმიური ნალექების − სტალაქტიტების, სტალაგმიტების, ჰელიქტიტების, კოლონების და მღვიმის ჰიდროლოგიური სისტემის (მდინარე ღორწყოლის სათავის) დაცვა და შენარჩუნება; ტურიზმის მდგრადი განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა და გარემოსდაცვითი განათლების დონის ამაღლებისა და მეცნიერული კვლევა-ძიების ხელშეწყობა.
5.შარეულის მღვიმის ბუნების ძეგლის შექმნის მიზნებია: მღვიმეში არსებული ღამურების ჰაბიტატის, გეოლოგიური სტრუქტურებისა და ქიმიური ნალექების − სტალაქტიტების და მღვიმის ჰიდროლოგიური სისტემის დაცვა და შენარჩუნება; ტურიზმის მდგრადი განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა და გარემოსდაცვითი განათლების დონის ამაღლებისა და მეცნიერული კვლევა-ძიების ხელშეწყობა.
6.უშოლთის მღვიმის ბუნების ძეგლის შექმნის მიზნებია: მღვიმეში არსებული ღამურების ჰაბიტატის, გეოლოგიური სტრუქტურებისა და ქიმიური ნალექების − სტალაქტიტების, სტალაგმიტების, კალციტის სვეტების, ტრავერტინების და მღვიმის ჰიდროლოგიური სისტემის დაცვა და შენარჩუნება; ტურიზმის მდგრადი განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა და გარემოსდაცვითი განათლების დონის ამაღლებისა და მეცნიერული კვლევა-ძიების ხელშეწყობა.
7.კიდობანას მღვიმის ბუნების ძეგლის შექმნის მიზნებია: მღვიმეში არსებული ღამურების ჰაბიტატის, ქიმიური ნალექების − ტრავერტინებისა და სტალაქტიტების და მღვიმის ჰიდროლოგიური სისტემის დაცვა და შენარჩუნება; ტურიზმის მდგრადი განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა და გარემოსდაცვითი განათლების დონის ამაღლებისა და მეცნიერული კვლევა-ძიების ხელშეწყობა.
8.მურადის მღვიმის ბუნების ძეგლის შექმნის მიზნებია: მღვიმეში არსებული გეოლოგიური სტრუქტურებისა და ქიმიური ნალექების − სტალაქტიტების, სტალაგმიტების, სტალაგნატებისა და ნაღვენთების დაცვა და შენარჩუნება; ტურიზმის მდგრადი განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა და გარემოსდაცვითი განათლების დონის ამაღლებისა და მეცნიერული კვლევა-ძიების ხელშეწყობა.
9.ამბროლაურის დაცული ლანდშაფტის შექმნის მიზნებია: არსებული ბიოლოგიური მრავალფეროვნების (მათ შორის, აგრობიომრავალფეროვნების), ენდემური და გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების შენარჩუნებისა და აღდგენის ხელშეწყობით უნიკალური ბუნებრივი და ანთროპოგენური ლანდშაფტების დაცვა; უნიკალური და იშვიათი ორგანული და არაორგანული ბუნებრივი წარმონაქმნებისა და ადგილობრივი ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და შენარჩუნება; ტრადიციული სამეურნეო საქმიანობისა და ტურიზმის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა.
10.„დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად რაჭის ეროვნული პარკის დამხმარე ზონის (მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის) შექმნის მიზნებია: ბუნების დაცვისა და მდგრადი განვითარებისთვის დაბალანსებული საქმიანობის ხელშეწყობისა და ადგილობრივი ფინანსური სახსრების გენერირების ღონისძიებების განხორციელება, მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, ბუნებრივი რესურსებით მდგრადი სარგებლობა, საზოგადოების გარემოსდაცვითი განათლების დონის ამაღლება და გარემოსდაცვითი ცნობიერების გაზრდა, ხალხური შემოქმედების ტრადიციების შენარჩუნება და განვითარება.
11.ამ კანონით გათვალისწინებული რაჭის დაცული ტერიტორიების ფუნქციურ-გეგმარებითი ორგანიზება (ზონირება) და შესაბამის ზონებში დაშვებული საქმიანობები, „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, განისაზღვრება შესაბამისი დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმით ან დროებითი რეგულირების წესით. (ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან)] საქართველოს 2026 წლის 4 მარტის ორგანული კანონი №1372 – ვებგვერდი, 06.03.2026წ.
Describe your situation — we'll help you find the right specialist.