რაჭის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ
რაჭის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ
Closest in meaning — including in other laws
რაჭის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ
Always up-to-date legal framework
2.რაჭის ეროვნული პარკის საზღვრებში მოქცეულ სასაზღვრო ზონასა და სასაზღვრო ზოლში სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა, მდგრადი ტურისტული საქმიანობა, მეცნიერული კვლევა-ძიება, მშენებლობა, ობიექტების მომსახურება და ნებისმიერი სხვა საქმიანობა ხორციელდება „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე დადგენილი სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის შესაბამისად.
3.რაჭის ეროვნული პარკის, ამბროლაურის დაცული ლანდშაფტის, საკიშორის მღვიმის ბუნების ძეგლის, შარეულის მღვიმის ბუნების ძეგლის, უშოლთის მღვიმის ბუნების ძეგლის, კიდობანას მღვიმის ბუნების ძეგლისა და მურადის მღვიმის ბუნების ძეგლის ტერიტორიებზე არსებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე დასაშვებია კვლევითი, სარეაბილიტაციო და არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარება და მათი მოვლის ღონისძიებების განხორციელება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4.რაჭის ეროვნული პარკის დამხმარე ზონის (მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის) საზღვრებში შემავალი დასახლებული პუნქტების მოსახლეობის პირადი მოხმარებისთვის, აგრეთვე რაჭის ეროვნული პარკის დამხმარე ზონის (მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის) ფარგლებში დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმით ან დროებითი რეგულირების წესით განსაზღვრული საქმიანობების განსახორციელებლად დასაშვებია მრგვალი მორის გაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს ტყის კოდექსის 93-ე მუხლის მე-11 ნაწილით გათვალისწინებულ თარიღამდე.
5.რაჭის ეროვნული პარკისა და ამბროლაურის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიებზე დაშვებული საქმიანობები/ბუნებრივი რესურსებით სარგებლობა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
6.ამბროლაურის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე დასაშვებია: ა) გარემოს და ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვა, მოვლა-პატრონობა და აღდგენა; ბ) მანიპულაციური მეცნიერული კვლევის ჩატარება, ბუნებრივი ეკოსისტემებისა და მათ ფარგლებში ბუნებრივად გავრცელებული სახეობების კონსერვაცია და აღდგენა; გ) რეკრეაციული, ტურისტული და საგანმანათლებლო საქმიანობების განხორციელება; დ) ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროების გათვალისწინებით, აღნიშნული დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმით ან დროებითი რეგულირების წესით განსაზღვრულ შემთხვევებში დაშვებული საქმიანობების განსახორციელებლად ბუნებრივი რესურსებით სარგებლობა და ტრადიციული სასოფლო-სამეურნეო საქმიანობების განხორციელება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; ე) ტურიზმისა და აღნიშნული დაცული ლანდშაფტის განვითარებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის მოწყობა, სახელმწიფოებრივი, ადგილობრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა; ვ) აღნიშნული დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმით ან დროებითი რეგულირების წესით განსაზღვრულ გამონაკლის შემთხვევებში მდინარეებზე (წყლის დინებებზე), უპირატესად − ძირითადი მდინარეების შენაკადებზე სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა (მათ შორის, მხოლოდ ისეთი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა, რომლებზეც არ ვრცელდება გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის მოქმედება) დაცული ლანდშაფტის ვიზუალური მხარის შენარჩუნებით, დიდი ესთეტიკური ღირებულების მქონე გეომორფოლოგიური და ჰიდროლოგიური წარმონაქმნებისა და კალმახის საქვირითე ადგილების დაუზიანებლად; ზ) „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელება აღნიშნული დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმის ან დროებითი რეგულირების წესის შესაბამისად; თ) საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით (მათ შორის, აღნიშნული დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმით ან დროებითი რეგულირების წესით) განსაზღვრული სხვა დაშვებული საქმიანობების განხორციელება. (ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან)] საქართველოს 2026 წლის 4 მარტის ორგანული კანონი №1372 – ვებგვერდი, 06.03.2026წ.
Describe your situation — we'll help you find the right specialist.