1.კომპეტენტურმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს სერიოზული გვერდითი მოვლენებისა და სერიოზული გვერდითი რეაქციების მონიტორინგის ერთიანი სისტემის შექმნა და გამართული ფუნქციონირება.
ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ
ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ
1.კომპეტენტურმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს სერიოზული გვერდითი მოვლენებისა და სერიოზული გვერდითი რეაქციების მონიტორინგის ერთიანი სისტემის შექმნა და გამართული ფუნქციონირება.
Closest in meaning — including in other laws
ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ
Always up-to-date legal framework
2.ანგარიშმგებელი დაწესებულება ვალდებულია, ამ კანონისა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის შესაბამისად: ა) დანერგოს სერიოზული გვერდითი მოვლენის ან/და სერიოზული გვერდითი რეაქციის აღრიცხვისა და შესაბამისი ჩანაწერების წარმოებისა და შენახვის პროცედურები; ბ) კომპეტენტურ ორგანოს სათანადო შეტყობინების სახით დაუყოვნებლივ მიაწოდოს (წარუდგინოს) ინფორმაცია სავარაუდო სერიოზული გვერდითი მოვლენის ან/და სავარაუდო სერიოზული გვერდითი რეაქციის შესახებ და ამ მიზნით უზრუნველყოს წინასწარ განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად აღნიშნულ ორგანოსთან კომუნიკაციის განხორციელება; გ) განახორციელოს გამოვლენილი სერიოზული გვერდითი მოვლენისა და სერიოზული გვერდითი რეაქციის დეტალური ანალიზი მათი მიზეზების დასადგენად; დ) სერიოზული გვერდითი მოვლენის ან/და სერიოზული გვერდითი რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესასრულებლად დროულად, აღნიშნული მოვლენის/რეაქციის შეფასებისთანავე მოამზადოს შესაბამისი ინფორმაცია (შეტყობინება); ე) დანერგოს იმ სისხლის ან/და სისხლის კომპონენტის განაწილებიდან ამოღების ზუსტი, ეფექტიანი და შემოწმებადი პროცედურა, რომლის მიზეზითაც გამოვლინდა ან შეიძლება გამოვლინდეს სერიოზული გვერდითი მოვლენა ან/და სერიოზული გვერდითი რეაქცია და რომელიც დაკავშირებულია კომპეტენტური ორგანოსთვის შესაბამისი შეტყობინების გაგზავნასთან; ვ) კომპეტენტურ ორგანოს ყოველწლიურად წარუდგინოს ანგარიში გამოვლენილი სერიოზული გვერდითი მოვლენებისა და სერიოზული გვერდითი რეაქციების შესახებ; ზ) შეასრულოს სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით მისთვის დაკისრებული სხვა ფუნქციები.
3.სერიოზული გვერდითი მოვლენებისა და სერიოზული გვერდითი რეაქციების გამოვლენის, მონიტორინგისა და მათ შესახებ შეტყობინების სხვა წესები და პროცედურები განისაზღვრება ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. თავი IV სისხლის დაწესებულებისა და სამედიცინო დაწესებულების სისხლის ბანკის ხარისხის სისტემა
These lawyers work in the legal area related to this article.