1.
მიკრობანკების საქმიანობის შესახებ
მიკრობანკების საქმიანობის შესახებ
1.
Closest in meaning — including in other laws
მიკრობანკების საქმიანობის შესახებ
Always up-to-date legal framework
2.მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის გაუქმებისთანავე სავალდებულოა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მიკრობანკის ლიცენზიის მფლობელი იურიდიული პირის ლიკვიდაციის პროცესის დაწყება, გარდა ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.
3.მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების დღიდან იურიდიულ პირს ეკრძალება ამ ლიცენზიით განსაზღვრული ყოველგვარი საქმიანობის განხორციელება. იურიდიულმა პირმა მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების დღიდან უმოკლეს ვადაში უნდა შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა ვალდებულება. ამ ვალდებულებების შესრულებამდე იურიდიული პირი ლიცენზირებული მიკრობანკის მსგავსად ემორჩილება მიკრობანკების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს.
4.მიკრობანკის გადახდისუუნარობისა და გაკოტრების შესახებ გადაწყვეტილებებს იღებს მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკი თავის მიერ დადგენილი წესით. თავი III. მნიშვნელოვანი წილის შეძენა
These lawyers work in the legal area related to this article.