1.საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შემთხვევაში ეროვნული ბანკი იწყებს ლიკვიდაციის პროცესს „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და თავის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ
1.საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შემთხვევაში ეროვნული ბანკი იწყებს ლიკვიდაციის პროცესს „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და თავის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
Closest in meaning — including in other laws
საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ
Always up-to-date legal framework
2.კომერციული ბანკის ლიკვიდატორის ფუნქციებს ასრულებს ეროვნული ბანკის მიერ დანიშნული პირი ეროვნული ბანკის მიერვე დადგენილი წესით. კომერციული ბანკის ლიკვიდატორი ანგარიშვალდებულია ეროვნული ბანკის წინაშე. კომერციული ბანკის ლიკვიდატორზე გადადის კომერციული ბანკის ყველა ორგანოს სრული უფლებამოსილება.
3.კომერციული ბანკის ლიკვიდატორი უფლებამოსილია ლიკვიდაციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის აქტივები საჯარო აუქციონზე გაყიდოს ან ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით შეარჩიოს მათი რეალიზაციის სხვა ფორმა, ამ აქტივების მოთხოვნის უფლება გადასცეს კრედიტორებს რიგითობის მიხედვით, აგრეთვე აღნიშნული აქტივები ან/და ვალდებულებები ან/და მათი ნაწილი გადასცეს მესამე პირებს.
4.კომერციული ბანკის ლიკვიდაციის პროცესმა ზიანი არ უნდა მიაყენოს კომერციული ბანკის მიმართ გამოყენებულ სარეზოლუციო უფლებამოსილებებს (მათი გამოყენების შემთხვევაში) და რეზოლუციის მიზნებს. საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის ორგანული კანონი №5654 – ვებგვერდი, 31.12.2019წ.
These lawyers work in the legal area related to this article.