1.მიკრობანკის სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით, სამეთვალყურეო საბჭოს წევრებისგან იქმნება აუდიტის კომიტეტი. აუდიტის კომიტეტის წევრთა უმრავლესობას სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრები უნდა შეადგენდნენ.
მიკრობანკების საქმიანობის შესახებ
მიკრობანკების საქმიანობის შესახებ
1.მიკრობანკის სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით, სამეთვალყურეო საბჭოს წევრებისგან იქმნება აუდიტის კომიტეტი. აუდიტის კომიტეტის წევრთა უმრავლესობას სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრები უნდა შეადგენდნენ.
Closest in meaning — including in other laws
მიკრობანკების საქმიანობის შესახებ
Always up-to-date legal framework
2.მიკრობანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი დამოუკიდებლად მიიჩნევა, თუ იგი არ განიცდის მიკრობანკის ან სხვა მხარის გავლენას, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს საქმიანობის განხორციელებისას ობიექტური და დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღებაში. მიკრობანკის სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრის განსაზღვრის დამატებითი კრიტერიუმები დგინდება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით.
3.აუდიტის კომიტეტის სულ მცირე 2 წევრს, მათ შორის, აუდიტის კომიტეტის თავმჯდომარეს, უნდა ჰქონდეს ფინანსური ანგარიშგების ანალიზის უნარი ან გამოცდილება ან ფინანსური განათლება.
4.აუდიტის კომიტეტი მიკრობანკის სამეთვალყურეო საბჭოს პერიოდულად აბარებს ანგარიშს თავისი საქმიანობის შესახებ.
5.აუდიტის კომიტეტის ძირითადი ფუნქციებია: შიდა კონტროლის საკითხებთან მიმართებით მიკრობანკის მიდგომებისა და ფინანსური ანგარიშგების პოლიტიკის განსაზღვრა, ფინანსური ანგარიშგების პროცესის მონიტორინგი, შიდა აუდიტისა და მიკრობანკის აუდიტორების ფუნქციონირების ხელშეწყობა. აუდიტის კომიტეტის ფუნქციები და პასუხისმგებლობა დამატებით საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განისაზღვრება.
These lawyers work in the legal area related to this article.