1.აკრძალულია ფიზიკური ინფრასტრუქტურის ექსკლუზიურად დაკავება. აკრძალულია ისეთი ხელშეკრულების დადება ან/და ისეთი დებულების ან პირობის დადგენა/დაწესება, რომელიც ითვალისწინებს ავტორიზებული პირების ან ამ კანონით განსაზღვრული სხვა პირების მიერ ცალ-ცალკე ან ერთად ფიზიკური ინფრასტრუქტურის ექსკლუზიურად დაკავებას. ნებისმიერი ასეთი ხელშეკრულება, დებულება ან პირობა ბათილია.
2.ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი აკრძალვა არ ზღუდავს განსაზღვრულ პირებს, სათანადო დასაბუთებით ფიზიკურ ინფრასტრუქტურაზე დაიკავონ სივრცე საკუთარი სარგებლობისთვის მიმდინარე და დაგეგმილი მშენებლობის შემთხვევაში.
