ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ
Article 11. გარდამავალი დებულებები
1. ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცეს ბრძანებულება „კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“.
2. ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში მონაცემთა გაცვლის სააგენტომ გამოსცეს შემდეგი ნორმატიული აქტები: ა) ბრძანება „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფის შესახებ“; ბ) ბრძანება „კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერისათვის მინიმალური სტანდარტების დამტკიცების შესახებ“; გ) ბრძანება „ქსელური სენსორის კონფიგურაციის წესების შესახებ“; დ) ბრძანება „ინფორმაციული უსაფრთხოების მინიმალური მოთხოვნების შესახებ“; ე) ბრძანება „ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტის ჩატარების უფლებამოსილების მქონე პირთა და ორგანიზაციათა მიერ ავტორიზაციის გავლის წესის, ავტორიზაციის პროცედურებისა და ავტორიზაციის საფასურის შესახებ“; ვ) ბრძანება „ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტის ჩატარების წესის შესახებ“; ზ) ბრძანება „ინფორმაციული აქტივების მართვის წესების შესახებ“.
3. საქართველოს მთავრობამ 2014 წლის 1 აპრილამდე უზრუნველყოს „კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ დადგენილების მიღება.
