Article 113. სამხედრო განათლების სახეები
1. სამხედრო განათლების სახეებია: ა) საკარიერო სამხედრო განათლება: ა.ა) ოფიცრის საკარიერო სამხედრო განათლება, რომელიც მოიცავს ოფიცრის კარიერული განვითარებისთვის საჭირო შესაბამისი საფეხურების სამხედრო საგანმანათლებლო პროგრამებს; ა.ბ) სერჟანტის საკარიერო სამხედრო განათლება, რომელიც მოიცავს სერჟანტის კარიერული განვითარებისთვის საჭირო შესაბამისი საფეხურების სამხედრო საგანმანათლებლო პროგრამებს; ბ) სპეციალური სამხედრო განათლება, რომელიც მოიცავს თავდაცვის ძალების სახეობის, გვარეობის, სპეციალობისა და საჭიროების მიხედვით განათლების მიღებას/მომზადებას.
2. ოფიცრის საკარიერო სამხედრო განათლებისა და სერჟანტის საკარიერო სამხედრო განათლების საფეხურებს (დონეებს) განსაზღვრავს მინისტრი.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
თავდაცვის კოდექსი
