1.სამშვიდობო ოპერაციის მონაწილე სამხედრო კონტინგენტის წარგზავნის შესახებ გადაწყვეტილებას, რომლის პროექტის ინიციატორია სამინისტრო, საქართველოს მთავრობის წარდგინებით იღებს საქართველოს პრეზიდენტი და დაუყოვნებლივ შეაქვს საქართველოს პარლამენტში დასამტკიცებლად. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შედის საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებისთანავე.
2.საქართველოს პარლამენტის დადგენილებაში აღინიშნება სამშვიდობო ოპერაციის მონაწილე სამხედრო კონტინგენტის წარგზავნის ადგილი (ქვეყანა) და მის შემადგენლობაში მყოფი სამხედრო მოსამსახურეების ზღვრული რაოდენობა. ამ დადგენილებით შეიძლება განისაზღვროს აგრეთვე აღნიშნული სამხედრო კონტინგენტის დაქვემდებარების საკითხები.
3.სამშვიდობო ოპერაციის მონაწილე არასამხედრო კონტინგენტის წარგზავნას ახორციელებს მინისტრი.
4.სამშვიდობო ოპერაციის მონაწილე სამხედრო კონტინგენტის დაკომპლექტებისა და მივლინების ორგანიზაციული საკითხები, აგრეთვე არასამხედრო კონტინგენტის მივლინების ორგანიზაციული საკითხები განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტით.
5.სამშვიდობო ოპერაციის მონაწილე სუბიექტის მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესი და კომპენსაციის ოდენობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
