1.საგანგებო მდგომარეობის შედეგების ლიკვიდაციისათვის მოხმობილი ძალების მოქმედებათა კოორდინაციის, ხელმძღვანელობისა და თანამოქმედების მიზნით, საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერით, შესაძლებელია საქართველოს მთავრობას დაეკისროს ვალდებულება, დადგენილებით შექმნას დროებითი ორგანოები ან/და საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ადგილზე დანიშნოს საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი ან/და კომენდანტი და განსაზღვროს მათი/მისი უფლებამოსილებანი.
2.საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ადგილზე საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი ან/და კომენდანტი საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული ნორმატიული აქტების შესასრულებლად გამოსცემს ბრძანებებს, რომლებიც არეგულირებს ამ კანონის ფარგლებში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის ხელშეწყობის საკითხებს. საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1022 – ვებგვერდი, 23.09.2013წ. საქართველოს 2015 წლის 4 მარტის კანონი №3134 – ვებგვერდი, 23.03.2015წ. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1682 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3576 – ვებგვერდი, 21.11.2018წ.
