1.დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების ვადა აითვლება მისი დაკისრების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის დღიდან.
2.ამ კოდექსის 138-ე მუხლის მე-2 ნაწილის: ა) „ა“−„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სახის დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების ვადაა 3 თვე; ბ) „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სახის დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების ვადაა ის პერიოდი, რომლითაც სამხედრო მოსამსახურეს აღნიშნული სახის დისციპლინური პასუხისმგებლობა დაეკისრა.
