Article 15. თავდაცვის ძალების რაოდენობა
1. თავდაცვის ძალების ზღვრულ რაოდენობას სამინისტროს მიმართვის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის წარდგინებით ყოველწლიურად ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისთვის თავდაცვის ძალების რაოდენობაში შედიან სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეები.
3. საქართველოს პარლამენტს თავდაცვის ძალების რაოდენობა დასამტკიცებლად წარედგინება სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტთან ერთად.
4. საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული თავდაცვის ძალების რაოდენობის შეზღუდვა არ ვრცელდება: ა) საომარი მდგომარეობის ან/და საგანგებო მდგომარეობის დროს; ბ) სარეზერვო სამხედრო სამსახურში გასაწვევი პირების რაოდენობაზე; გ) სამინისტროში არსებულ დროებით შტატებზე.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
თავდაცვის კოდექსი
