Article 34. სამხედრო მოსამსახურის სტატუსთან თავსებადი საქმიანობა
1. სამხედრო მოსამსახურეს ეკრძალება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების (პოლიტიკური პარტიის) წევრობა, შეკრებებისა და მანიფესტაციების ორგანიზება ან/და მათში მონაწილეობა და სხვა ანაზღაურებადი საქმიანობის განხორციელება, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. სამხედრო მოსამსახურის სტატუსთან თავსებადია: ა) სამეცნიერო, პედაგოგიური, შემოქმედებითი, სამედიცინო საქმიანობა, საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში, სახელმწიფო საწარმოში ან სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოში საავიაციო სფეროში განხორციელებული საქმიანობა კონკრეტული საქმიანობის შესაბამისი ვადით, მაგრამ ერთჯერადად, არაუმეტეს 1 წლით გაცემული სამინისტროს წინასწარი წერილობითი თანხმობის საფუძველზე; ბ) საზღვარგარეთ საერთაშორისო ორგანიზაციაში არსებულ თანამდებობაზე საერთაშორისო პარტნიორობის ან/და სამშვიდობო ოპერაციის მიზნების შესასრულებლად განხორციელებული საქმიანობა კონკრეტული საქმიანობის შესაბამისი ვადით, მაგრამ ერთჯერადად, არაუმეტეს 1 წლით გაცემული სამინისტროს წინასწარი წერილობითი თანხმობის საფუძველზე.
3. სამხედრო მოსამსახურის მიერ ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქმიანობის განსახორციელებლად შერჩევაში მონაწილეობის მიღება საჭიროებს სამინისტროს წინასწარ წერილობით თანხმობას. საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №713 – ვებგვერდი, 26.06.2025წ. საქართველოს 2026 წლის 13 მაისის კანონი №1555 – ვებგვერდი, 14.05.2026წ.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
