Article 1. საქართველოს სსრ მიწის კანონმდებლობის ამოცანები
საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის მიწის კანონმდებლობის ამოცანებია საადგილმამულო ურთიერთობის მოწესრიგება ახლანდელი და მომავალი თაობების ინტერესებისათვის მიწების მეცნიერულად დასაბუთებული, რაციონალური გამოყენებისა და დაცვის, მათი ეფექტიანობის ამაღლების პირობების შექმნის უზრუნველყოფის მიზნით, საწარმოთა, დაწესებულებათა, ორგანიზაციათა და მოქალაქეთა უფლებების დაცვა, საადგილმამულო ურთიერთობის დარგში კანონიერების განმტკიცება. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156
