Article 137. მიწათმოწყობის დოკუმენტების გაფორმება და გაცემა
მეურნეობათაშორისი მიწათმოწყობის დამტკიცებული პროექტების საფუძველზე მიწათმოსარგებლეებს აძლევენ სახელმწიფო აქტს ან მიწათსარგებლობის უფლების დამადასტურებელ აქტს ან შეაქვთ ცვლილება ადრე გაცემულ აქტებში. შიდსამეურნეო მიწათმოწყობის შედეგად მიწათმოსარგებლეებს აძლევენ შიდასამეურნეო მიწათმოწყობის პროექტს, დოკუმენტს პროექტის დამტკიცების შესახებ და საპროექტო გეგმებს. ტერიტორიის შიდსამეურნეო ორგანიზაცია, რაც დადგენილია მიწათმოწყობის წესით, სავალდებულოა კოლმეურნეობებისათვის, საბჭოთა მეურნეობებისათვის და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოებისათვის. კ ა რ ი X საადგილმამულო დავის გადაწყვეტა
